გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის გეგმა
ინგლისური ენა
თეა იაკობიშვილი



გაკვეთილის თემა
ტექსტზე მუშაობა,ზღაპარი ‘’ წითელქუდა’’
სწავლების საფეხური
დაწყებითი.VI კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე,კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი


დრო: 45 წუთი
მოსწავლე სწორად ამოიცნობს და უშეცდომოდ უკავშირებს ზღაპარში მოსმენილ ფრაზებს და გამოთქმებს სურათებს და სურათების მიხედვით ლოგიკური თანმიმდევრობით აწყობს ტექსტს და სწორად გადმოსცემს შინაარსს

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).
·         ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
·         ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
·         ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობას;

უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ენობრივი დეფიციტის შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა არავერბალურ საშუალებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, მითითებას);
ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე).

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები









გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეები ფლობენ მოსმენის და სამეტყველო უნარჩვევებს (10წთ.) -წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ბავშვებს დავუსვამ კითხვას წარსული მარტივი დროის გამოყენენებით.გავახსენებ წესიერ და არაწესიერ ზმნების წარმოებას წარსულ მარტივ დროში,რადგან ზღაპარი ძირითადად წარსულ დროშია დაწერილი.დაფაზე ჩამოვწერთ საკვანძო სიტყვებს რაც წითელქუდას უკავშირდება( მგელი,ბებია,ტყე,ხისმჭრელი,მოსასხამი და ა.შ.)
    აქტივობა I (10წთ.)  მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად(6 მოსწავლე) და ვურიგებ სურათებს და სიტყვებს. მოსწავლეები შეუსაბამებენ სიტყვებს და სურათებს,შევადარებთ სხვა ჯგუფებთან და შევასწორებთ.
   აქტივობის მიზანი:მოსწავლე სწორად ამოიცნობს ფრაზებს და უშეცდომოდ შეუსაბამებს სურათებს
   აქტივობა II (10წ) - . მოსწავლეებს ვაჩვენებ 2 წუთიან ვიდეოს ‘’ წითელქუდა’’ ვურიგებ მოსწავლეებს ჯგუფში 6 სურათს და ზღაპრის არეულ ნაწილებს. მოსწავლეები ნანახის და მოსმენილის მიხედვით ალაგებენ ზღაპარს თანმიმდევრულად,შემდეგ ვკითხულობთ და ვამოწმებთ მის სისწორეს ეკრანზე გამოსული ტექსტის დახმარებით
  აქტივობის მიზანი:მოსწავლეს შეუძლია ვიდეომასალაზე დაყრდნობით სწორად შეუსაბამოს სურათები და ზღაპრის არეული ნაწილები და დაალაგოს ლოგიკურად

  აქტივობა III(10წთ.)- მოსწავლეები ყვებიან ზღაპარს სურათების დახმარებით წრიული მეთოდის დახმარებით.ჯგუფის თითოეული წევრი ღწერს ერთ სურათს
  აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია გამართულად გადმოსცეს აზრი სურათის დახმარებით
შეფასება
 ზეპირი კომენტარი,განმავითარებელი შეფასება(5 წ)
რესურსები
დაფა,ცარცი,ჯგუფებში სამუშაო მასალა1,2. ვიდეომასალა(British Consul kids) არაწესიერი ზმნების სია,ახალი სიტყვების სია
კლასის მართვის სტრატეგიები

ჯგუფური
საერთო საკლასო
ინდივიდუალური















Comments